კომპანია ლივინგსტონი, სილიკონ ველი, ფაბრიკა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „ნებულა“.

 

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 25 მარტს „ფაბრიკაში“ სადაც კომპანიის წარმომადგენლება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს წარუდგინეს „ნებულას“ პროგრამა.

პროექტი განხორციელდება სილიკონ ველის და ფაბრიკას ბაზაზე

 

რა არის ნებულა?

ნებულა არის გონიერი პლატფორმა, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ურჩევს უმოკლეს გზას უმაღლეს ქულამდე.

ნებულა აბიტურიენტებს სთავაზობს საგამოცდო საგნებში მომზადებას თანამედროვე გზით. 

 

ნებულა შედგება ოთხი ურთიერთდამოკიდებული ნაწილისგან:

  1. ვიდეო გაკვეთილები - საშუალებას გაძლევთ თეორიულად გაეცნოთ გამოცდაზე მოთხოვნილ მასალას და მოისმინოთ რჩევები ამა თუ იმ ტიპის დავალების ამოსახსნელად.
  2. სავარჯიშო გარემო - ჩვენს კომფორტულ სავარჯიშო გარემოში ათასობით საავტორო ამოცანაა და კიდევ მრავალი ემატება ყოველთვიურად. ზოგადი უნარების კურსში საავტორო ამოცანებს ამხსნელი ვიდეოებიც მოჰყვება, რომლებითაც მოსწავლეებს განვუმარტავთ, როგორ უნდა ამოხსნას კონკრეტული ამოცანა.
  3. გამოცდის სიმულაცია - გარემო, სადაც სისტემაში მოხვედრილი დავალებებით დაგიგენერირდებათ საგნის შესაბამისი სტანდარტული გამოცდის სიმულაცია. კურსის განმავლობაში საშუალება მოგეცემათ გაიაროთ 20-ზე მეტი სიმულირებული გამოცდა.
  4. ანალიტიკური ალგორითმი- ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აანალიზებს თქვენ მიერ დაწერილი სიმულირებული გამოცდების შედეგებს და გიგეგმავთ ოპტიმალურ კურსს შედეგის გასაუმჯობესებლად.