ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბი ხდება - 30-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო.  მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნაზე დასასწრებად საქართველოში ამ კომპანიების წარმომადგენლები ჩამოდიან.
 
სასწავლო ლაბორატორიაში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, მოხდება მათი გამოყენება სასწავლო პროცესში, რომელსაც გაუძღვებიან წამყვანი უცხოელი და ქართველი სერტიფიცირებული სპეციალისტები.