სტუდენტური სააგენტო

 

 

 

სტატისტიკურად, აბიტურიენტების უდიდესი ნაწილი არა თბილისიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი საზრუნავი არა მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლა და საფასურის გადახდა, არამედ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილის მოძიებაა. ამისათვის, მოვიპოვეთ წვდომა საქართველოს ყველაზე მსხვილ უძრავი ქონების საინფორმაციო ბაზასთან, რომელსაც დავამუშავებთ და გაგიზიარებთ გეოგრაფიულად და ფინანსურად თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებებს.

სააგენტოს მიზანია შეიმუშავოს სტუდენტებისთვის საინტერესო კლასგარეშე აქტივობების პროგრამები, შექმნას სტუდენტური კლუბები, მოაწყოს ექსკურსიები, გასვლითი სესიები ქალაქგარეთ, დაგეხმაროთ ინტელექტუალური და სპორტული ღონისძიებების მოწყობაში. 

აგრეთვე, მოიძიოს სტუდენტებისთვის საინტერესო აქციები, შეთავაზებები და გაგიზიაროთ განახლებული ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც გაინტერესებთ.

მიმდინარეობს უნიკალური ,,სტუდენტური ბარათის'' პროექტზე მუშაობა, რომლითაც ჩვენი სტუდენტები ისარგებლებენ საუკეთესო შეთავაზებებით ყველა იმ სფეროდან, რაც თავად დააინეტრესებთ.